თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ და პასუხს მოითხოვს, ეს არანორმალური არ არის - დავით სერგეენკო ბერა ივანიშვილზე

10.03.21 13:40
თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ და პასუხს მოითხოვს, ეს არანორმალური არ არის - დავით სერგეენკო ბერა ივანიშვილზე

ბერა ივანიშვილის ტელეაღიარება მოულოდნელი აღმოჩნდა  მმართველი გუნდისთვის. ,,ოცნების"  ლიდერებმა, რომლებიც  ,,ტვ პირველს" ჩანაწერების ფალსიფიცირებაში 4 დღის განმავლოაბში ადანაშაულებდნენ, რიტორიკა შეცვალეს. ,,ქართული ოცნება" ახლა თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.

გამოძიებას თავისი ფორმატი აქვს: რა, როგორ და რანაირად გაკეთდეს, ვინ გამოკითხოს, ვინ არა. ეს მათი საქმეა. ესა და თუ ის ადამიანი, ბერა იქნება თუ სხვა, თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ და პასუხს მოითხოვს, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავია. იქ არ ყოფილა, რომ შურს იძიებს, ან სხვა რამეს გააკეთებს, ამაში რამე ექსტრაორდინალური არაფერია. - აცხადებს დავით სერგეენკო.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ,,ოცნების" წევრს, ნოდარ ტურძელაძეს.

ბერამ რაც ისაუბრა, ეს მე მგონი, თითოეული ქართველისთვის, თითოეული კაცისთვის არის გასაგები, როცა გვაყენებენ შეურაცხყოფას, როცა ჩვენი ოჯახის წევრს აყენებენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს რეაქციები, ხომ? ამაზე განმარტებები გააკეთა ბერამ, სხვა რა უნდა გამეგო და დამენახა, ვერ ვხვდები", —  განაცხადა ,,ქართული ოცნების" წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ.

სკანდალური აუდიოფაილების ერთ-ერთმა ფიგურანტმა, ბერა ივანიშვილმა, ტვ იმედის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე რეაგირებას ყოველთვის მოახდენს.