გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების ოჯახები აქციებს აანონსებენ

10.03.21 17:36
გიორგი შაქარაშვილის  მკვლელობისთვის  მსჯავრდებულების ოჯახები აქციებს აანონსებენ

გიორგი შაქარაშვილის  მკვლელობისთვის  მსჯავრდებულების ოჯახის წევრები აქციებს აანონსებენ. ისინი  მოსამართლე ბიძინა სტურუას უპირისპირდებიან და მას უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. დაკავებულების ოჯახის წევრები საქმეს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებენ და ირწმუნებიან, რომ 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაში დამნაშავე პირები ამ დრომდე თავისუფლებაზე იმყოფებიან, პროკურატურამ კი დაკავებულები სამაგალითოდ დასაჯა.

 

დედა რომ შემოიყვანეს და დასვეს, გაჩუმდნენ, იმდენად მიცვალებულის სულს პატივს სცემენ, ამათ რომ ჰგონიათ, მიუსაჯეს და დაწყნარდნენ, გიორგის სული დაწყნარდა ამით?! ტანჯვაში უნდა ჰყავდეს, რომ მკვლელები გარეთ იქნებიან და უდანაშაულოები ციხეში. ის მკვლელები, რომლებიც ძმაკაცებმა გაიმეტეს, გარეთ იქნებიან და უდანაშაულო ბიჭები, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ეშველათ,  ისინი იჯდებიან? - ამბობს მსჯავრდებულის დედა.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ  გამოაცხადა. ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, ხოლო 2 არასრულწლოვნის შესახებ გადაწყვეტილება 16 მარტს გამოცხადდება.   

მსგავსი სიახლეები