განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი ძალად ძველი ბიჭებისთვის - ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს

10.03.21 18:44
განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი ძალად ძველი ბიჭებისთვის - ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს

 გია ხუხაშვილი წუხილს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ბერა ივანიშვილის შემთხვევაში სახელმწიფომ თვითონ დაიწყო კანონის მიღმა მოქმედება. ექსპერტი პარალელს გირგვლიანის საქმესთან ავლებს.

აქ პრობლემა ბერას ემოციაში და თუნდაც პასუხის მოთხოვნის სურვილში კი არ არის, არამედ იმაში, რომ კანონის დაცვის გარანტი სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლები იწყებენ კანონის მიღმა ძალისმიერ მოქმედებებს კერძო ინციდენტის “მოსაგვარებლად”.  გირგვლიანის თემა იმით კი არ იყო განსაკუთრებული, რომ “აბაროტის” აღების დროს შემოაკვდათ, არამედ იმით, რომ ეს ჩაიდინა სისტემამ კერძო პირის შეურაცხყოფის სამაგიეროდ.
სისტემას არც მაშინ უნდოდა გირგვლიანის მკვლელობა. წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, ერთი ორს შემოუტყლაშუნებდნენ და დღესაც ცოცხალი იქნებოდა.
 

გია ხუხაშვილი ინტერესდება, იმ ბავშვებს წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, როგორ მოიქცეოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

 თავი რომ არ წაეხარათ, ვისაც სახლში მიაკითხეს, მაშინ როგორ მოიქცეოდა სისტემა?...
ასეთი გარჩევები ხან მშვიდობიანად მთავრდება, ხან ტრაგიკულად.
როცა კონფლიქტზე კერძო პირი მიდის, ეს მისი და მისი შესაძლო მსხვერპლის პრობლემაა.
როცა ამაზე მიდის სისტემა, ეს სახელმწიფოს, როგორც ძალის გამოყენებაზე მონოპოლისტის, პრობლემაა. 
ამიტომ ვაპროტესტებდით გირგვლიანის მკვლელობას განსაკუთრებით. 
ამ ამორალურ კამპანიაში, სამწუხაროდ ბევრ ისეთ ადამიანს ვხედავ, რომელთან ერთადაც ვიბრძოდით სამართლიანობისთვის გირგვლიანის სახელით... - აღნიშნავს ექსპერტი გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ტვ იმედის ეთერში ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელ კომენტარებზე  სათანადოდ რეაგირებას მუდამ მოახდენს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ერთმანეთის მიყოლებით აკეთეს განცხადებები, სადაც ბერას ქმედება გაამართლეს.

მსგავსი სიახლეები