ტელევიზია საწყობი არ არის, ნივთი რომ ამოიღო - გიორგი ბურჯანაძე

11.03.21 18:39
ტელევიზია საწყობი არ არის, ნივთი რომ ამოიღო - გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უფრო მაღალი სტანდართით უნდა ესარგებლა, როცა პროკურატურის მოთხოვნას განიხილავდა.

წარმოუდგენელია 2 გვერდიანი განჩინება, რომელიც საუბრობდა ჟურნალისტისთვის კონფიდენციალობის დაცვით გადაეცემული ინფორმაციის  ამოღებაზე, ჩვენ განცხადებით შევეცადეთ, შეგვეხსენებინა მოსამართლისთვის, რომ ჟურნალისტის წყარო კანონით დაცულია.  ტელევიზია არ არის საწყობი, რაღაც ნივთი რომ ამოიღო. ჩვენი კანონმდებლობა განსაკუთრებულ სტანდარტს აწესებს. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ამოღების დროს შესაძლოა, გამჟღავნდეს სხვა წყაროებიც - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი და საგამოძიებო ორგანოს  ტვ პირველში მასალების ამოღების უფლება მიანიჭა. მოგვიანებით შოთაძის უწყებამ განაცხადა, კანონის თანახმად ჟურნალისტს აქვს უფლება, არ დაასახელოს წყარო, მაგრამ პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტვ პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან.  

მსგავსი სიახლეები