გომის მთაზე პირების დასახმარებლად ვერტმფრენის გაგზავნა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება -შსს

12.03.21 16:44
გომის მთაზე პირების დასახმარებლად  ვერტმფრენის გაგზავნა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გომის მთაზე მყოფი სამი პირის დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება.

მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას.