აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - გასართობი ცენტრების წარმომადგენლები მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ

15.03.21 11:52
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - გასართობი ცენტრების წარმომადგენლები მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ.

ბავშვთა გასართობ ცენტრში დასაქმებულები რეგულაციების მოხსნას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ბავშვთა გასართობ დაწესებულებებს მუშაობა ამ დრომდე ეკრძელებათ.

არ გვეუბნებიან რატომ არ შეგვიძლია მუშაობის უფლებას. ხელის დაბანა დღეს თუ ისწავლა ხელისუფლებამ ჩვენ ვაბანინებდით ბავშვებს მანამდეც. ყველაფერს აქვს საზღვარი 1 წელია ქუჩაში ვართ გამოსული, აქციას- აქციაზე მოვუწყობთ და ბლოკირებას ბლოკირებაზე მოვუწყობთ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ რეგულაციები არ მოიხსნება, ისინი პროტესტს უწყვეტად გააგრძელებენ.