მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის საშაურმეში - მოწამლულები კლინიკაში გადაიყვანეს

15.03.21 13:33
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის საშაურმეში - მოწამლულები კლინიკაში გადაიყვანეს

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საშაურმე "რეტროში" რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაზარალებულები ინტოქსიკაციით ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ათამდე მოქალაქეს, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, "პირველების" ჟურნალისტი ესაუბრა. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ ძლიერი ინტოქსიკაციის მიზეზი საშაურმე "რეტროს" პროდუქცია გახდა.

საშაურმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა პირველად მოხდა და არ აქვთ ინფორმაცია რატომ მოიწამლა ხალხი მათ საშაურმეში. 

ცოტახნის წინ კვების ობიექტზე სურსათის უვნებლობის სამსახური შევიდა. უწყება დაადგენს რა გახდა მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი.