შესაძლოა, მარტის ბოლოდან კომენდანტის საათი გაუქმდეს - ამირან გამყრელიძე

15.03.21 13:45
შესაძლოა, მარტის ბოლოდან კომენდანტის საათი  გაუქმდეს - ამირან გამყრელიძე

,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, ინფორმაციით, სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში დღეს დაწყებულ იმუნიზაციის პროცესს და თუ ის ეფექტიურად განვითარდება, საქართველოში არსებული ბევრი შეზღუდვა მოიხსნება.

ეპიდვითარება ნელ-ნელა დადებითი ნიშნულისკენ მიდის, დავაკვირდებით პროცესებს და არ არის გამორიცხული, მარტის ბოლოდან კომენდანტის სათი ან გადაიწიოს, ან საერთოდ გაუქმდეს - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ოთხი საათია, 29 კლინიკაში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი გათვლებით, საქართველოში შემოტანილი ასტრაზენაკას კორეული სერიის 43 ათას ორასი დოზა ორი კვირის ვადაში გაიხარჯება.  ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 71 ათასი სამედიცინო მუშაკია, მაგრამ ვაქცინაციის ჩატარება მხოლოდ 2482-მა მედიკოსმა ითხოვა. 

მსგავსი სიახლეები