ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი შესაძლოა, თბილისში გაგრძელდეს

15.03.21 13:50
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი შესაძლოა, თბილისში გაგრძელდეს

ნამახვან ჰესის წინააღმდეგ პროტესტი შესაძლოა თბილისში გაგრძელდეს. რიონის ხეობის მცველების რამდენიმე ჯგუფმა წუხელ ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენა. ისინი მთავრობას მოუწოდებენ გონივრული ნაბიჯები გადადგან.

ველოდებით ჩვენი მოთხოვნების შესაბამის და ადეკვატურ ნაბჯებს ხელსიუფლების მხრიდან თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი მოთხოვნები,  ჩავატარებთ მასშტაბურ შეკრებას თბილისში, ხელისუფლებამ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯები და დააკმაყოფილოს ამდენი ადამიანის მოთხოვნა - ამბობს ვარლამ გოლეთიანი 

 ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა პროტესტს უკვე 142 დღეა გამოთქვამს. 3 მარტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რიონის ხეობაში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა, თუმცა მთავრობასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

მსგავსი სიახლეები