ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა - ბასილაშვილის მამა დოროყაშვილის ადვოკატებზე

15.03.21 17:06
ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა - ბასილაშვილის მამა დოროყაშვილის ადვოკატებზე

ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის დავა გრძელდება. ჩოგბურთელის მამა ამტკიცებს, რომ მის არასრულწლოვან შვილიშვილს მამის წინააღმდეგ ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს. ჩოგბურთელის მამა ნოდარ ბასილაშვილი ამბობს, რომ ადვოკატებმა, რომლებიც ნელი დოროყაშვილს იცავენ, მის შვილიშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს და ისე მიაცემინეს ჩვენება. 

უფლებადამცველები კრიმინალური მიდგომა აქვთ ბავშვთან დაკავშირებით, ბავშვს არ აჩვენებენ. ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, სამი ვიდეო ჩაიწერეს, სადაც ბავშვი ლაპარაკობს, რომ ბებია და ბაბუა თავში მიტყამენ და  მცემენო - ამბობს ნოდარ ბასილაშვილი

ნელი დოროყაშვილის ადვოკატები უარყოფენ, რომ მათ ბავშვზე ზეწოლა განახორციელეს. მ,ათი თქმით, ბავშვის გამოკითხვა სპეციალური პროტოკოლით წარიმართა. 

 ნელი დოროყაშვილის ადვოკატები ასევე ამბობენ, რომ ცნობილი ჩოგბურთელი შვილს ალიმენტს არ უხდის. ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამტკიცებს, რომ ალიმენტზე მოთხოვნა არ ყოფილა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს არ სურდა ქონებრივი დავა სასამართლოს გზით, მორიგების აქტით დოროყაშვილმა მიიღო საცხოვრებელი ფართი ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ამჟამად ცხოვრობს ქალბატონი ნელი. 2020 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე  ბასილაშვილს გადახდილი აქვს 7 500 ლარი , ბოლოს ჩაირიცხა 85 ათასი ლარი დეკემბერში, - ამბობს ირმა ჭკადუა.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალიმენტის ჩარიცხვის პირობა დაარღვია.

მან დაარღვია ეს ვალდებულება და წელიწადნახევარი არ ჩაურიცხავს და რა თქმა უნდა იძულებული გახდა სასამართლოსთვის ხელმეორედ მიემართა - ამბობს ანა არგანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ძალაშია მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.