მათი მოვალეობაა, უზრუნველყონ გარემო, სადაც ჟურნალისტებს დაცვით სიარული არ დასჭირდებათ - ნოდარ მელაძე

16.03.21 15:47
მათი მოვალეობაა, უზრუნველყონ გარემო, სადაც ჟურნალისტებს დაცვით სიარული არ დასჭირდებათ - ნოდარ მელაძე

მათი პირდაპირი მოვალეობაა, უზრუნველყონ გარემო, სადაც ჟურნალისტებს დაცვით სიარული არ დასჭირდებათ, - ამის შესახებ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა საქალაქო სასამართლოში მისვლისას განაცხადა.

„პირველების“ ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ განაცხადა  შსს-ს მიერ შეთავაზებულ დაცვაზე უარი, მელაძემ განმარტა, რომ არანაირი სურვილი არ აქვს, ბიუჯეტის ხარჯზე ვიღაც გამუდმებით დაჰყვებოდეს.

მათ ვერ დაასაბუთეს, საერთოდ ვერ დაასახელეს, ვისგან გველოდება საფრთხე. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ვიღაც დამყვებოდეს და მყავდეს პირადი მცველი, მეორე, მრჩება განცდა, რომ აქ სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ჩვენ ჟურნალისტების დამატებით კონტროლთან დაკავშირებით. ახლა ვის როგორ წარმოუდგენია, გამომძიებელი ჟურნალისტი რომ მიდის მაგალითად, პირობითად, რესპოდენტთან, რომელიც ინტერვიუს არ აძლევს და მას უნდა დახვდეს კონკრეტულ ობიექტზე, სადაც იცის, რომ მივა და იქ მივა დაცვასთან და რა მოხდება მერე? ანუ ჩვენი, ჟურნალისტების, ყველა გადაადგილებასთან დაკავშირებით ექნებათ ინფორმაცია. მათი პირდაპირი მოვალეობაა, უზრუნველყონ ისეთი გარემო, სადაც ჟურნალისტებს არ დასჭირდებათ დაცვით სიარული, - განაცხადა მელაძემ.

ნოდარ მელაძე ამ წუთებში ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება, მოგვიანებით კი სასამართლოში გამოკითხვაზე გამომძებელი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეა დაბარებული.

მსგავსი სიახლეები