ელექტროენერგიის შეზღუდვა თურქეთიდან ელექტროიმპორტის შეწყვეტამ გამოიწვია - სახელმწიფო ელექტროსისტემა

ელექტროენერგიის შეზღუდვა - საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია აღდგენილია.
გუშინ ღამის საათებში ელექტროენერგია თბილისის ნაწილს და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონს რამდენიმე საათით შეუწყდა.