სექსუალური ძალადობა 14 წლის მოზარდზე - კახეთში 26 წლის მამაკაცი დააკავეს

17.03.21 11:29
სექსუალური ძალადობა 14 წლის მოზარდზე - კახეთში 26 წლის მამაკაცი   დააკავეს

სექსუალური ძალადობის ფაქტი  კახეთში - 26 წლის მამაკაცი  14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.გავრცელებული  ინფორმაციით, სავარუდო დამნაშავე არასრუწლოვანზე სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა. ძალადობის ფაქტი  კი  სამართალმცველებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც  მომხდარის გამო არასრუწლოვან გოგონას ძმამ სასტიკად სცემა. ამის გამო კი მოზარდმა სახლში პოლიცია გამოიძახა. დაკავებულია როგორც 26 წლის მამაკაცი, ასევე გოგონას ძმა.

ოჯახის წევრების თქმით, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანს ჩვენება სოციალური მუშაკის გარეშე ჩამოართვეს.

 

 

მსგავსი სიახლეები