შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულები ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ

17.03.21 11:46
შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულები ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ

შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულები ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ. „ტვ პირველის“ ინფორმაციით,  მსჯავრდებულებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და საქმეს ისევ მოსამართლე განიხილავს. ადვოკატები ამბობენ, რომ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს აზრი არ აქვს, რადგან მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი უკვე გამოაცხადა. 

ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მეშვეობით საქმის განხილვას აქვს აზრი, როცა არ არსებობს გავლენა კონკრეტულ პირთა მიმართ, კონკრეტულს საქმეზე ვინაიდან მცხეთის სასამართლომ უკვე გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უარი ვთქვათ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე და დავბრუნდეთ მცხეთის სასამართლოში,  ცხადია, მცხეთის სასამართლოში გველოდება უფრო გამოცდილი მონა ვაჟა ბუხაშვილი, რომელიც უფრო დიდი ხანია ასრულებს იმ დავალებებს რომელიც მონებს ეკისრებოდათ, თუმცა  გავაგრძელებთ დავას აპელაცია-კასაციაში შევეცდებით ჩვენი უფლებების დაცვას, - ამბობს მსჯავრდებულების ადვოკატი. 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში  მსჯავრდებულები კიდევ ერთი განაჩენის მოლოდინში არიან.საქმე ეხება 19 წლის ფეხბურთელის მეგობრის გური ამირხანაშვილის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას.მოწმე ამირხანაშვილი 5-ჯერ შეცვლილი ჩვენების საბოლოო ვერსიაში-ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულებმა გიორგი შაქარაშვილის ცემის შემდეგ მას თავისუფლება აღუკვეთეს და  თბილისში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. დაკავებულები კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ამირხანაშვილი იტყუება.

 

 

მსგავსი სიახლეები