ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში - ჯაღმაიძე

17.03.21 12:28
ეკლესია პასუხისმგებლობას  ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში - ჯაღმაიძე

"ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ჯაღმაიძე მიუთითებს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით საპატრიარქოში უკვე იმსჯელეს და 11 თებერვლის სინოდის განჩინების მიხედვით, საპატრიარქო მიესალმება, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო.     

ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ  სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც   განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. 
შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის,  ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში".
ეკლესია პასუხისმგებლობას  ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,
- წერს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ ეკლესიას ვაქცინაციის პოპულარიზაციაში დახმარება გუშინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარემ, ამირან გამყრელიძემ სთხოვა. 

მსგავსი სიახლეები