სანამ წამალი არ არსებობს, გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაცია და სოციალური დისტანცირებაა - მამუკა მახათაძე

17.03.21 12:51
სანამ წამალი არ არსებობს, გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაცია და სოციალური დისტანცირებაა - მამუკა მახათაძე

ქვეყანაში ინფცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.  ვაქცინა შემოიტანეს, თუმცა აცრაზე მედიკოსების დიდი ნაწილი კატეგორიულ უარს ამბობს. ბოლო მონაცემებით, ასტრა ზენეკას ვაქცინა 1500-მა ექიმმა გაიკეთა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თუ იმუნიზაციის პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, მოსახლეობის აცრას 2 ან 3 წელიწადი დასჭირდება. 

დღეში მინიმუმ 5 ათასი კაცი უნდა იცრებოდეს, რომ მინიმალურ  შედეგს მივაღწიოთ. პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკას არაფერი ეშველება. გუშინ 537 -იანი ზრდა დაფიქსირდა. თუ  ვაქცინამ დროზე არ მოახდინა მოსახლეობის ჩართულობა, მოგვიწევს სხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზება -  ამბობს ,,ჯეოსპიტალის" დირექტორი, ნინო კობახიძე.

სპეციალისტები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას შეზღუდვებისა  და  რეგულაციების მოხსნას უკავშირებენ. იმუნოლოგები ვარაუდობენ, რომ ასეთი ტემპით 2-3 წელი დაგვჭირდება, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრას.  დღეში მინიმუმ 5000 ადამიანი უნდა იცრებოდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ კორონასთან ბრძოლაში.

რადგან სხვა სახის მკურნალობა არ არსებობს, გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ვაქცინაცია და სოციალური დისტანცირება - აცხადებს იმუნოლოგი მამუკა მახათაძე.