დაუდევრობის სავარაუდო მსხვერპლი - ანაკლიის საკარანტინე სივრცეში ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა

17.03.21 13:10
დაუდევრობის სავარაუდო მსხვერპლი - ანაკლიის საკარანტინე სივრცეში ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა

ჯანდაცვის სისტემის დაუდევრობის კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი 62 წლის ქალი სავარაუდოდ, ექიმების გულგრილობის მსხვერპლი გახდა. ანაკლიის საკარანტირე სივრცეში ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ნარგიზა აბუთიძე  გალიდან ორი დღის წინ გულის უკმარისობით  ზუგდიდიში სამკურნალოდ  ენგურის ხიდის გავლით შემოვიდა, თუმცა ის შესაბამისი კვლევების გარეშე პირდაპირ  ნაკლიის საკარანტინე სივრცეში მოათავსეს. “ტვ პირველს“ გარდაცვლილი ქალის ახლობლები უყვებიან, რომ გარდაცვალებამდე აბუთიძე ექიმებს შესაბამისი კვლევების ჩატარებას და კლინიკაში გადაყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში თხოვდა, თუმცა მედიკოსებმა ის მაინც საკარნტინე სივრცეში დატოვეს. რამდენიმე საათში ქალი  სასტუმროში  გარდაცვლილი იპოვეს.

გულის პრობლემა დაფიქსირდა, ჩვენმა სასწრაფოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ და გადაიყვანეს კოვიდსასტურმოში, სადაც გარდაიცვალა. იქ როცა ურეკავდნენ, არ იღებდა, მერე ნახეს გარდაცვლილი. ვუთხარი მიკროინფარქტი ჰქონდა და არ მცალიაო, გამითიშეს, - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი. 

მედიკოსები ამბობენ, რომ გამოძახების შემდეგ ისინი სასტუმროში მივიდნენ, თუმცა პაციენტი გარდაცვლილი დახვდათ. 

დამირეკეს ადმინისტრაციიდან, რომ პაციენტი პაციენტი ცუდად არის, ეგრევე შევედი, ანუ ერთი წუთის განმავლობაში. უგონო მდგომარეობაში იყო. რეანიმაციული ღონისძიება ჩავატარეთ, გულ-ფილტვის რეანიმაცია, ადრენალინი. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი, -  ამბობს სასწრაფოს თანამშრომელი.
 

ოჯახის წევრების თქმით, 62 წლის ქალი სასწრაფოს სთხოვდა, არ გადაეყვანათ კარატინში, რადგან ცუდად გრძნობდა თავს. ნარგიზა აბუთიძეს შესაბამის მკურნალობაზე უარი უთხრეს და საღამოს 6 საათზე ის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, ხოლო საღამოს 9 საათზე  სასტუმროს ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები