არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცი სასამართლომ გაათავისუფლა

17.03.21 13:24
არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცი სასამართლომ გაათავისუფლა

კახეთში, 14 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული 26 წლის მამაკაცი  სასამართლომ გაათავისუფლა .მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების არარსებობით ახსნა, თუმცა საქმეში  ტვ პირველის ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის შესახებ  თავად დაზარალებული გოგონას ჩვენება დევს. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

გავრცელებული  ინფორმაციით, სავარუდო დამნაშავე არასრუწლოვანზე სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა. ძალადობის ფაქტი  კი  სამართალმცველებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც  მომხდარის გამო არასრუწლოვან გოგონას ძმამ სასტიკად სცემა. ამის გამო კი მოზარდმა სახლში პოლიცია გამოიძახა.

14 წლის გოგონა სოციალურმა სამსახურმა დროებით მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ადგილობრივების თქმით, 14 წლის გოგონა ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახში განიცდიდა. მომხდარს ადასტურებენ სკოლაშიც. სკოლის დამირგებელმა მას რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობის კვალიც აღმოუჩინა და ამის შემდეგ სოციალურ სამსახურს მიმართეს. არსებული ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ოჯახი ფლობდა და დედამ  ითხოვა არასრულწლოვანი მინდობითი აღზრდით სხვაგან გადაეყვანათ საცხოვრებლად, რომ ბავშვი ძმის მხრიდან საფრთხეში აღარ ყოფილიყო.

მას შემდეგ, რაც კლასის დამრიგებლის ყურამდე მოვიდა, რომ ბავშვს ოჯახში სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები შესაძლოა, რომ ჰქონოდა, მომმართა მე და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდი და მივმართე სოციალურ სამსახურს. მშობელს ჰქონდა სურვილი, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაზე წასულიყო და სოციალურ სამსახურს მივმართეთ იმისთვის, რომ იქნებ გამოჩენილიყო ოჯახი, სადაც გარემო იქნებოდა ნორმალური - ამბობს სკოლის დირექტორი. 

ამ ეტაპზე დაკავებულია გოგონას ძმა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.