ავარია ქობულეთში - არის მსხვერპლი

30.07.21 13:47
ავარია ქობულეთში - არის მსხვერპლი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში. ავარიის დროს დაშავებული ერთი მძღოლი კლინიკაში გარდაიცვალა. მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და კვლევები უტარდება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი ტრაილერი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.