წულუკიანის ახალი სამიზნე - მუზეუმის მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს

31.07.21 11:16
წულუკიანის ახალი სამიზნე - მუზეუმის მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს

კულტურის მინისტრის ახალი სამიზნე - ხელოვნების მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე მოულოდნელად ლაბორანტის პოზიციაზე აღმოჩნდა.მუზეუმის თანამშრომლები სასამართლოში ჩივიან. მმართველის "ჩამოლაბორანტების" გადაწყვეტილება წულუკიანმა მას შემდეგ მიიღო რაც კიკნაძემ მინისტრისგან საგანძურის ევაკუაციის გეგმის წარდგენა მოითხოვა.

გეგმის მიხედვით, ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ჯერჯერობით გაურკვეველია,  სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები კულტურის სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა. 

ეკა კიკნაძის თქმით, მთავარია, წულუკიანმა მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონანტები საკუთარი დაუდევრობით არ გაანადგუროს.

ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე რთულ სამუზეუმო პროექტზე, რომელიც ეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმს ამ ქვეყნისთვის, სადაც დაცულია ჩვენი კულტურული იდენტობა. ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება უნდ აიყოს მაღალპროფესიული. თუ მოდია ახლაი პროფესიული ჯგუფი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ჯგუფს უნდა ვიცნობდეთ, რაც მთავარია აბსოლუტურად ღია, გამჭირვალე და საჯარო უნდა იყოს მათი გეგმა, რისკი არის ძალიან დიდი, ეს იცის ყველამ ვისაც აქვს ოდნავ მაინც აქვს შეხება სამუზეუმო სფეროსთან და ეს დარწმუნებული ვარ გახდება ფართო მსჯელობის საკითხი", - ამბობს ეკა კიკნაძე.

კულტურის სფეროს სპეციალისტების თქმით, წულუკიანის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყნის ეროვნული საგანძური საფრთხეშია.

მსგავსი სიახლეები