შენობა, სადაც დევნილები უნდა შეესახლებინათ, მეორედ ჩამოინგრა

17.03.21 15:32
შენობა, სადაც დევნილები უნდა შეესახლებინათ, მეორედ ჩამოინგრა

გორში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი მეორედ ჩამონიგრა. შენობის რეაბილიტაცია 2013 წელს მოხდა და მასში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ოპოზიცია ამბობს, რომ  სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და თანხა სავარუდო არამიზნობრივად დახარჯეს.ოპოზიციაში ამბობენ, რომ შენობის რეაბილიტაცია ყოველგვარი წინასწარი კვლევების გარეშე მოხდა და ფული გაიფლანგა, რის გამოც  გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

აქ უნდა შეესახლებინათ დევნილები და სანამ შეასახლებდნენ იქამდე ჩამოინგრა, შენობის მოვლა-პატრონობაზე ყოველწლიურად 28 800 ლარი იხარჯება დაცვის კუთხით, ეს არის ხალხის ფული - ამბობენ ოპოზიციაში. 

გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ შენობა, რომელიც ჩამოინგრა  ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გასხვისდება. 

ეს შენობა ჩვენ საკუთრებაში გადმოგვეცა, გუშინ მოხდა დაზიანებული ფლიგელის ჩამოშლა, არავინ დაზარალებულა, სამხარაულის ექსპერტიზა დადებს ამ შენობის შეფასებას და მოვახდენთ  შენობის გაყიდვას - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები