მოძრავი ავტომობილიდან ისროდნენ - "ენმ"-ს ოფისზე თავდასხმის დეტალები

17.03.21 15:26
მოძრავი ავტომობილიდან ისროდნენ - "ენმ"-ს ოფისზე თავდასხმის დეტალები

თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე - თვითმხილველი დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ გასროლა მოძრავი ავტომობილიდან განხორციელდა, რომელშიც დაახლოებით ორი ადამიანი იჯდა.

სროლის ხმა გავიგონე შორი გზიდან, არ მივაქციე ყურადღება. სახე იქით მქონდა და ვიყურებდი გზისკენ. უკვე აქ რომ მოუახლოვდა მორჩა კიდეც სროლა და ხელი შეიტანა იარაღიანი მანქანაში. ორი ადამიანი იჯდა. მოძრავი მანქანიდან ისროდნენ, - ყვება თვითმხილველი.

რამდენიმე საათის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ესროლეს. ტყვია ნიკა მელიას ბანერს მოხვდა, რომელიც შენობის ფასადზეა გაკრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მმხდარზე შსს-ს ამ დრომდე არავი დაუკავებია.