რატომ გაიმეტა 15 წლის გოგომ 74 წლის ტაქსისტი სასიკვდილოდ? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

22.08.24 14:59
რატომ გაიმეტა 15 წლის გოგომ 74 წლის ტაქსისტი სასიკვდილოდ? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

თავდაცვა თუ სხვა მიზეზით ანგარიშსწორება? - რატომ გაიმეტა 15 წლის გოგომ პენსიონერი ტაქსისტი სასიკვდილოდ? "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული სკოლის მოსწავლე ჩადენილ მკვლელობას აღიარებს.

მოზარდი ირწმუნება, რომ 74 წლის მამაკაცი, ზურაბ ლაშხი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რის გამოც თავდაცვა გადაწყვიტა. გარდაცვლილ მამამაკაცს თავის არეში 40-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და საკუთარ სახლში გადაასვენეს. სკოლის მოსწავლე კი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენას ელოდება.

ადვოკატის თქმით, გაუპატიურების მცდელობის ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს ის ადგილმდებარეობა, სადაც დანაშაული არის მომხდარი.

უფლებადამცველი ამბობს, გარდაცვლილს, სავარაუდოდ, სწორედ ის განზრახვა ჰქონდა, რასაც დაკავებული 15 წლის გოგო ამტკიცებს. 

დაკავებულმა ფაქტობრივად გააცნობიერა მომხდარი. ტაქსისტს არ იცნობდა, იმ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ის, რომ წინანდელი წყენა ან რაიმე არსებობდა, არ ყოფილა. ეს იყო შემთხვევით მომხდარი დანაშაული. ბავშვიც ამბობს და კითხვის ნიშნებს ბადებს, რა უნდოდათ იქ, იმ ადგილას. 15 წლის გოგოსაც რომ ეთქვა დავუშვათ, რომ იქ წამოიყვანეო, მოწიფული მამაკაცი რომ ხარ და ბავშვი გიზის მანქანში, ხომ უნდა ჰკითხო, რატომ იმ ადგილას", - ამბობს ადვოკატი. 

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, თავდაპირველად სამი სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ადგილობრივების თქმით 15 წლის არასწრულწლოვანი, რომელიც სურამში დასასვენებლად იყო ჩასული 74 წლის ტაქსისტს დაყაჩაღების მიზნით დაემგზავრა. იმასაც ამბობენ, რომ გოგონას თან კიდევ ერთი არასრულწლოვანი ახლდა. გაუპატიურების მცდელობის ვერსია დაუჯერებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც პენსიონერს, კარგად იცნობდნენ, ზურაბ ლაშხს, რომელიც სურამის ცენტრში წლებია ტაქსაობდა.

"ძალიან კარგი კაცი იყო, ეგეთი კაცი მთელ სურამში არ დადიოდა, ჩვენთან ერთად ტაქსაობდა აქ", ტყუილაუბრალოდ არის მკვდარი, ვინც ზურას იცნობდა, მაგას არავინ დაიჯერებს, რა გაუპატიურება, ჯერ ასაკი არ უწყობდა ხელს და მეორეც, თვითონ პიროვნება იყოს ისეთი, რომ არ იზამდა. ალბათ გაძარცვის მიზნით გააკეთეს, დანით მიაყენეს ჭრილობებიო", - ამბობს ადგილობრივი.

შემზარავი დანაშაული სურამთან ახლოს, მინის ქარხნის დასახლებასთან მოხდა. სკოლის მოსწავლე სურამში დასასვენებლად იყო ჩასული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები