შსს-ს ,,ნაციონალების" ოფისზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენია

17.03.21 17:52
შსს-ს ,,ნაციონალების" ოფისზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენია

,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებულ შეიღარებულ თავდასხმაში ბრალდებულები შსს-ს ამ დრომდე არ დაუკავებია. პოლიციამ გამოზიება ორი მუხლით დაიწყო: სხვისი ქონების დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

,,ნაციონალურ მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ მათ პარტიაზე ხელისუფლების შემდეგ კრიმინალებმა მიიტანეს იერიში.

 ვფიქრობ, არც ამ საქმეს არ გამოძიებენ, ძალადობის წახალისებაში ეჭვმიტანილია ,,ოცნება", რომელიც მისივე განცხადებებით ახალისებს კრიმინალს, რომ დააშინონ განსხვავებული აზრი - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი,  ლევან ხაბეიშვილი.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ეჭვები საფუძველსაა მოკლებული.

 ნებისმიერი შეტევა ოპონენტებზე არის საკმაოდ დამაზიანებელი ფაქტი ხელისუფლებისთვის, ვინაიდან კითხვებს წარმოშობს და საშუალებას აძლევს ხავსზე მოკიდებულ ოპოზიციას, თქვას, რომ ეს ჩაიდინა ,,ოცნებამ", ვერ წარმომიდგენია, ხელისუფლების მიერ წახალისებული ადამიანი იღებს ხელში პისტოლეტს და ესვრის ბანერს, ეს ცოტა გულუბრყვილოა და უსამართლო შეფასებაა. - აცხადებს გია ვოლსკი.
 

ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისს ათამდე  ტყვია, წინასწარი ინფორმაციით, ,,ტოიტა ქამრის" ტიპის ავტომობილიდან რამდენიმე საათის წინ  ესროლეს. შეირაღებული თავდასხმა თვითმხილველების თვალწინ მოხდა, თუმცა სროლის  შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, ბანერი, რომლიც შენობის ფასადზე იყო  ჩამოკიდებული. ადგილზე  კრმინალური პოლიციაა მობილიზებული და საგამძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.