უნდოდა სექსუალური კავშირი, არადა, ახლახანს გაიკეთა გულის ოპერაცია - წულაიას მეგობარი ქალი

17.03.21 17:56
უნდოდა სექსუალური კავშირი, არადა, ახლახანს გაიკეთა გულის ოპერაცია - წულაიას მეგობარი ქალი

ახალგაზრდა ქალი, რომელიც გოგი წულაიას, სავარაუდოდ, სექსუალურ ძალადობაში ამხელს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი, მანამდე კი  მას შსს-ში სამართალდამცველები ჰკითხავდნენ. 

ქალი ჰყვება, რომ გოგი წულაიას ქუთაისიდან თბილისში გუშინ დილით  გამოჰყვა. წულაიას  გარკვეული პოლიტიკური გეგმები ჰქონდა. ის გიორგი მარგელაშვილს უნდა შეხვედროდა, მეგობარი ქალს კი შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა.  დაზარალებულის ინფორმაციით, გოგი წულაიას მოგვიანებით გეგმები შეეცვალა და ქალს ნაქირავებ ბინაში დარჩენა შესთავაზა. ვახშმის შემდეგ წულაია ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც მეგობარ ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა. 

დამირეკა და მთხოვა, რომ ბატონ გიორგი მარგველაშვილს უნდა შევხვდეო და მოლაპარაკებაზე როგორც მეგობარი მთხოვა, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი. 9-ის წუთებზე ვიყავით  თბილისში და შევედით ერთად ბინაში. დალია და გადაეკეტა, ძალიან ბევრის დალევა მოუწია. რატომ გადაეკეტა და რატომ გააკეთა ეს, ჩემთვის წარმოუდგენელია. უნდოდა, უბრალოდ, სექსუალური კავშირი დაემყარებინა. ჩემთვის გაუგებარია, ახლახანს გაიკეთა გულის ოპერაცია და მე თვითონ ვუფრთხილდებოდი მთელი გზა არაფერი დამართნოდა.
ხელები მაქვს დალურჯებული, ზურგი, ყელის არეში მაქვს ორ ადგილზე და ტკივილები მაქვს კიდევ რაღაც კისრის არეში
, - ამბობს წულაიას მეგობარი. 

 

მსგავსი სიახლეები