პროკურატურამ მიიღო პოლიტიკური დავალება არ გამოძიოს სავარაუდო დანაშაული - ნოდარ მელაძე

18.03.21 12:29
პროკურატურამ მიიღო პოლიტიკური დავალება  არ გამოძიოს სავარაუდო დანაშაული - ნოდარ მელაძე

ტვ პირველისა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება სკანდალურ აუდიოჩანაწერებს, რომელიც შაბათის ეთერში 6 მარტს გავიდა და მასში ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ. 

ნოდარ მელაძე საქალაქო სასამართლოში ადვოკატ გიორგი მშვენიერაძესთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიდა. მას მაგისტრი მოსამართლის თანდასრწებით გამოჰკითხავენ. 

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს განზრახვა გამოიძიოს სავარადო დანაშაული, რომელსაც აღნიშნული აუდიოჩანაწერი შეიცავს,  რადგან ამ დრომდე არ გამოუკითხავთ აუდიოჩანაწერის ფიგურანტები.  მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებას აინტერესებს ვინ გადასცა გამომძიებელ ჟურნალისტების არსებული მასალა. 
 

პროკურატურა ამ დრომდე არ განიხილავს, არ მსჯელობს და არ იძიებს სიუჟეტეში გამოძიებაში მოყვანილი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე და აპელირებს იმას, რომ ჯერ უნდა დავადგინო რა ფორმით ჩაწერეს კანონიერად თუ არაო და შემდეგ უნდა დავიწყოო სავარაუდო დანაშაულზე გამოძიებაო. აქედან გამომდინარე, იკვეთება, რომ მათ არ გააჩნიათ განზრახვა, იმიტომ, რომ ძალიან მარტივად შეეძლოთ გამოეკითხათ ამ ჩანაწერებში მყოფი პირები, მითუმეტეს, როდესაც თქვენს ეტერში ბატონმა ბერა ივანიშვილმა აღიარა  და თქვა, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა და დააანონსა, რომ მომავალშიც იგივეს გააკეთებს, რაც მინიმუმ უნდ გამხდარიყო გამოკითხვის საფუძველი არა მხოლოდ ბერა ივანიშვილის, არამედ სავარაუდო ფიგურანტების, რომელიც ამ ჩანაწერებში იკვეთება,-განაცხადა მელაძემ.

ნოდარ მელაძე ასევე ამბობს, რომ პროკურატურამ მიიღო პოლიტიკური დავალება არ გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულებების საქმე. 

რა გააკეთა პროკურატურამ? რა გააკეთა და არაფერი, იმიტომ, რომ როდესაც მათ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, თქვეს, რომ არ არის მსხვერპლი და არ არის დანაშაული, აქედან გამომდინარე, მიიღო პოლიტიკური დავალება საითკენაც უნდა წაეყვანა ეს საქმე. პროკურატურას არ გააჩნია განზრახვა და მის მოქმედებებში არ ჩანს არანაირი განზრახვა, რომ მას სურს იმ სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება, რომლებზეც ჟურნალისტურ გამოძიებაში იყო საუბარი, - ამბობს მელაძე.