სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია, გათხარო- კალაძემ პრეზიდენტის ფრაზა გამოიყენა - ლევან ხაბეიშვილი

18.03.21 12:40
სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია, გათხარო- კალაძემ  პრეზიდენტის ფრაზა გამოიყენა - ლევან ხაბეიშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები დილიდან ვაშლიჯვარში იმყოფებიან და მეწერსაშიში სიტუაციის შესწავლას ცდილობენ, პოლიციას ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზა ორმხრივად აქვს გადაკეტილი და არავის უშვებს. თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მეწყერი თბილისის მერიის მიერ არასწორად წარმოებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გამოიწვია. 

სადაც არ უნდა გათხარო, უნდა გათხარო - საქართველოს პრეზიდენტის ეს ცნობილი ფრაზა კალაძემ პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენა. დღეს როგორც საკრებულოს დეპუტატს, უფლება მაქვს, საზედამხედველო სამუშაოები განვახორციელო, მაგრამ არ მიშვებენ ტერიტორიაზე. ხელოვნურად ერევიან ბუნებაში და ამან გამოიწვია მეწყერი - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტიზანი მებაღეების" ხელმძღვანელი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ თბილისის მერია უზარმაზარი კორპუსების მშენებლობას ისე ახორციელებს, არ სწავლობს გარემოზე ზემოქმედების საკითხებს.

 ამ მთავრობისთვის ამხელა გზის მშენებლობა კი არა, ძაღლის ,,კანურზე" უფრო სერიოზულის მინდობა არ შეიძლება. ეს ხელისუფლება კლდეების ჭრაზეა გადასული. კანონები ისეთი გვაქვს, არ არის მოთხოვნა გზშზე, ანუ გარემოზე ზემოქმედების შესწავლა არ ხდება - აცხადებს ნატა ფერაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,პარტიზანი მებაღეების" ხელმძღვანელი.

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ადგილას ნაპრალები გაჩნდა. სპეციალისტების თქმით, მეწყრული პროცესები აქტიურდება.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტეროიტორიაზე საკომუნიკაციო არხები გაიყვანეს, მათ შორის მილასადენები, რამაც ამ პროცესების გააქტიურებას ხელი შეუწყო.  მაჭავარიანის ფერდობზე მთა ორად არის გაყოფილი.