გოგი წულაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია

18.03.21 14:23
 გოგი წულაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია

დაკავებული გოგი წულაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია. „თავისუფალი საქართველოს“ ყოფილ ლიდერს გამოძიება ქალის მიმართ ძალადობას ედავება. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ წულაიამ ქალზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა თავად დაკავებული ამ ბრალს არ აღიარებს. 
გოგი წულაიას ადვოკატი  აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოიაზრებს, თუმცა პროკურატურის მხრიდან არც ბრალის დამძიმებას გამორიცხავს.

გირაო, ყველა შემთხვევაში ალბათ ასე იქნება, იმიტომ, რომ ეს ისეთი მუხლით არის ახლა აღძრული, რომ ეს ნორმა არ ითვალისწინებს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, ამიტომ ყველა შემთხვევაში იქნება არასაპატიმრო შეთავაზება და როგორც ტრადიციაა გირაოთი უნდა დასრულდეს ეს. სხვა საკითხია, მოინდომებენ თუ არა ბრალის დამძიმებას, - ამბობს უფლებადამცველი.

ადვოკატის თქმით, წულაია უდანაშაულოა და რეალურად ვითარება სულ სხვაგვარად იყო. 
 

ბატონი გოგი უარყოფს ამ ფაქს. ჯერ ერთი, კითხვები აქვს მასაც, რომ რაში დასჭირდა ეს ყველაფერი, როცა არ იყო ასე საქმე. რეალურად, სულ სხვა ვითარება იყო. ადამიანს ეძინა დაადგა პოლიცია თავზე დ. დაზიანებები ბატონ გოგისაც აღენიშნება, მაგრამ მიღებული აქვს ადრე, ასე არ შეიძლება. მე შეიძლება პროვოცირებაც გავაკეთო თითდაზიანებების, ვინ დამიდგენს იამს, ვინ მომაყენა, - ამბობს წულაიას უფლებადამცველი.