ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების დაფიქსირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - თამარ გაბუნია

18.03.21 18:22
ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების დაფიქსირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - თამარ გაბუნია

ახალციხეში აცრილი 27 წლის მედიკოსის ჯანმრთელობის უკიდურესად გართულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ასტრა ზენეკას შემდგომ გამოყენებაზე დასკვნებს დადებს.

ახალციხეში,  ,,იმედის" კლინიკაში ვაქცინაციის შედეგად 27 წლის მედიკოსს დაუფიქსირდა გვერდითი მოვლენა და მისი მდგომარეობა ძალზე რთულია, ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება,  სამინისტროში იკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი განვითრების შესახებ, საუბარია ასტრა ზენეკაზე - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალციხეში 27 წლის ექთანს აცრა ასტრა ზენეკას პრეპარატით გაუკეთეს, აცრიდან ნახევარ საათში მისი მდგომარეობა გართულდა, პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს და ამჟამად კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.