მასიური ვაქცინაციის დროს ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტების თავიდან აცილება შეუძლებელია - ზურაბ გურული

18.03.21 19:33
მასიური ვაქცინაციის დროს ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტების თავიდან აცილება  შეუძლებელია - ზურაბ გურული

ამერიკაში, მიჩიგანის უნივერსიტეტში, მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურა გურული, აცრის შედეგად  27 წლის მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვაქცინის გვერდითი ეფექტები მის უხარისხობას არ ნიშნავს. 

ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.
2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.
3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას. 
მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.

ზურაბ გურული აღნიშნავს, რომ  ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი. ექიმს მიაჩნია, რომ ვაქცინაციის დროს გარკვეული გართულებების თავიდან აცილება შეუძლებელია.
 

 წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.
7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს - წერს ზურაბ გურული ფეისბუქგვერდზე.

27 წლის ახლციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, დღეს ასტრა ზენეკას პრეპარატით აცრეს. აცრიდან ნახევარ საათში ის კომაში ჩავარდა და ექიმებმა  მართვით აპარატზე  გადაიყვანეს. მეგი ბაქრაძე ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში მიჰყავს.