ასტრა ზენეკით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება -ჯანდაცვის მინისტრი

19.03.21 10:23
ასტრა ზენეკით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება -ჯანდაცვის მინისტრი

ასტრა ზენეკით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ ამის მიზეზად ევროპის მარეგულირებლის  განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ვაქცინა გაცილებით მეტ სარგებელს წარმოადგენს, ვიდრე რისკს. 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ად სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შევიტყვეთ მათგან ასტრა ზენეკას მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარეგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნეს ასტრა ზენეკას მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში და აქედან აგმომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ასტრა ზენეკით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, - განაცხადა ტიკარაძემ

ჯანდაცვის მინისტრმა  ახალგაზრდა ექთნის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ტიკარაძემ თქვა, რომ  მომხდარს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი განიხილავს და მიზანშედეგერობრივი კავშირის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს  აუცილებლად მიაწვდიან.  

რაც შეეხება დღეს მომხდარ და დამდგარ ფაქტს ახალგაზრდა ექთანთან დაკავშვირებით, რეგულირების სააგენტო, როგორც იცით, დღეს დღის 4 საათზე უკვე იმყოფებოდა ადგილზე კლინიკაში  და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ გატარებული ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენთან მიმართებაში, ყველა ეს დოკუმენტაცია იქნება გადაცემული გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ასევე, ამ ფაქტის შეწავლას, რის საფუძველზეც ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას იმ მიზანშედეგობრივი კავშირის შესახებ თუ რატომ იყო და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი, - განაცხადა ტიკარაძემ

ამჟამად ექთანი თბილისი საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
 

მსგავსი სიახლეები