27 წლის მედიკოსი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა

19.03.21 12:39
27 წლის მედიკოსი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა,  გარდაიცვალა

ახალციხის მკვიდრი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც გუშინ ახალციხეში ასტრა ზენეკას ვაქცინა გაუკეთეს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა. 

მეგი ბაქრაძეს ,,ასტრა ზენეკას" პრეპარატის ვაქცინა გუშინ გაუკეთეს. ვაქცინაციიდან ნახევარ საათში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ის კომაში ჩავარდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. მეგი გოგიტიძე რამოდენიმე საათში კატასტროფის ბრიგადამ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.