ვაშლიჯვარში მთის ფერდობი შესაძლოა, ყოველ წუთს ჩამოიშალოს

19.03.21 13:00
ვაშლიჯვარში მთის ფერდობი შესაძლოა, ყოველ წუთს ჩამოიშალოს

10 მეტრის სიღრმის ნაპრალები და ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ფერდობზე ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწა,  შესაძლოა, ყოველ წუთს ჩამოიშალოს, რაც თბილისს კატასტროფის საშიშროებას შეუქმნის.  გეოლოგები პირდაპირ ამბობენ რომ მეწყერი შესაძლოა, დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდეს. სეისმოლოგები პირიდაპირ მოუწდობენ დედაქალის მერიას, რომ  სამუშაოები შეაჩეროს. თუმცა, არათუ ნაწილობრივ შეჩერება, სახიფათო ტერიოტრიაზე სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს. 

 მეწყერი მოყვანილია მოქმედებაში და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, ერთადერთი, შესაძლებელია, ხელოვნურად მოხდეს ამ მასის გამოტანა, რომ არავინ დაზარალდეს, ეს ინჟინრებმა უნდა თქვან, რამდენად შეძლებენ.  ადამიანის არასწორი ჩარევისა  და არასწორი სამშენებლო პოლიტიკის გამო არის საშიშროება, გვერდითი არეებიც მოვიდეს მოქმედებაში. საფრთხილო საქმეა და ამას სჭირდება მაღალი რანგის სპეციალისტები, რომლებმაც უნდა გაუწიონ კოორდინაცია - ამბობს სეისმოლოგი, თეა გონდოლაძე. 

მაჭავარიანის ფერდობზე მდგომარეობას გაართულებს მოსალოდნელი ნალექი და წვიმა, რადგან შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიძრას ის კლდის ბლოკი, რომელიც ახლა მოწყვეტილია ფერდობიდან. მერია საგზაო სამუშაოებს კვლავ აწარმოებს, მუშაობს მძიმე ტექნიკა.

მსგავსი სიახლეები