გარდაცვლილი მედდის ახლობლები აცხადებენ, რომ პაციენტს ახალციხეში ვაქცინა არასწორად გაუკეთეს

19.03.21 13:13
გარდაცვლილი მედდის ახლობლები აცხადებენ, რომ პაციენტს ახალციხეში ვაქცინა არასწორად გაუკეთეს

გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ახლობლები  ითხოვენ, გაირკვეს, რა მოხდა. მათი ინფორმაციით, 27 წლის მეგი ბაქრაძე სრულიად ჯანმრთელი და არაალერგიული იყო. 

 სავარაუდოდ ახალციხეში შეცდომა დაუშვეს, ჯერ არასწორად გაუკეთეს ვაქცინა და მერე გამოყვანაც არასწორად მოხდა. - აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრი.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. 27 წლის ექთანი ახალციხეში გუშინ ასტრა ზენეკას პრეპარატით აცრეს. ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში ახალგაზრდა მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის კომაში ჩავარდა და მართვითი სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. მოგვიანებით მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ოჯახმა ახლაგაზრდა ქალის გარდაცვალება საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში გაიგო.