კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ ეტაპზე მხოლოდ სტაციონარებში ჩატარდება

19.03.21 15:26
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ ეტაპზე მხოლოდ სტაციონარებში ჩატარდება

თბილისის და რეგიონის რამდენიმე კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. ამ ეტაპზე აცრას მხოლოდ სტაციონარები ჩაატერებენ. ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი კკაცრი ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც საქართელოში ვაქცინაციის შემდეგ პირველი ურთულესი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სიკვდილით დასრულდა.

კლინიკების წარმომადგენლების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების მიზნით მიიღო, რათა აცრის პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს. ნებისმიერი ცენტრში, სადაც აცრა კეთდება უნდა იყოს შოკური კარადა და რეანიმაციული განყოფილება. 

ექიმებს, რომლებსაც პოლიკლინიკებში და იმუნიზაციის ცენტრებში ვიზიტი უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ, ჯავშანი გაუუქმდათ. ისინი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სპეციალურ ვერბ-გვერდზე  ხელახლა უნდა დაერგისტრირდნენ.