,,იმედის " კლინიკა გარდაცვლილი მედდის ფორმა 100-ს არ ასაჯაროვებს

19.03.21 15:30
,,იმედის " კლინიკა გარდაცვლილი მედდის ფორმა 100-ს არ ასაჯაროვებს

კლინიკა ,,იმედის" პერსონალი აღნიშნავს, რომ 27 წლის მედიკოსს ვაქცინა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გაუკეთდა, თუმცა, გარდაცვლილი პაციენტის მწვავე რეაქციის ზუსტი დიაგნოზზე კლინიკა ფორმა 100-ს არ ასაჯაროვებს., ე.წ. ფორმა 100-ს არ ასაჯაროვებს. ყველაფერი ჩატრდა პროტოკოლური წესით- ამბობს ახალციხის კლინიკის მედპერსონალი, თუმცა ამ დრომდე დილიდან ახალიციხის კლინიკაში  სამართალდამცველები და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იკვლევენ, იყო თუ  არა დაცული ვაქცინაციის ყველა პროცედურა და მოახდინეს თუ არა ექიმებმა სწრაფი რეაგირება ექთნის კომაში ჩავარდნის შემდეგ. 

 ვაქცინის გაკეთება ყველა აუცილებელი ნორმის დაცვით მიმდინარეობდა, კლინიკაში არის შოკური კაბინეტი,  იმუნიზაციის ოთახი დაკომპლექტებულია სპეციალისტებით, რომლებსაც ყველა სახის ტრენინგი გავლილი აქვთ, ვაქცინიდან 20 წუთში პაციენტი ცუდად გახდა, მას ადრენალინი ადგილზე გაუკეთდა. აცხადებს  ,,იმედის" კლინიკური დირექტორი. 

კლინიკა ,,იმედის" დირექტორი  აღნიშნავს, რომ  ლეტალური შედეგის მიუხედავად ვაქცინაციის პროცესი ახალციხეში არ შეწყდება. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, ახალციხეში გუშინ პრეპარატ ასტრა ზენეკათი აიცრა. ვაქცინის მიღებიდან ნახევარ საათში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტი კომაში ჩავარდა. მოგვიანებით მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც დღეს დილას გულის უკმარისობით გარდაიცვალა.