გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული 5 სრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19.03.21 15:38
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული 5 სრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

 გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ხუთივე სრულწოლვანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.  ძალადობისა და  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის 4 ბრალდებულს 5 წლით ციხეში გატარება მოუწოდევთ. მათ შორიან არის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი და ნიკა ჟვანია, რომელსაც საქმის მასალების მიხედვით რკინის ხელკეტი ჰქონდათ. რაც შეეხება ,,ტოიოტა ქამრის" მძღოლს, მორაგბე ვასილ მახარაძეს, რომელსაც ბრალად გური ამირხანიშვილისთვის თავისუფლების უკანო აღკვეთა ედება, მას ციხეში 9 წლის გატარება მოუწევს. 

ბრალდებულების ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ და მის გასაჩივრებას აპირებენ.