იმუნიზაციის გაგრძელების გარდა, ალტერნატივა არ არსებობს - ამირან გამყრელიძე

19.03.21 17:11
იმუნიზაციის გაგრძელების გარდა, ალტერნატივა არ არსებობს - ამირან გამყრელიძე

იმუნიზაციის გაგრძელების გარდა, ქვეყანაში ალტერნატივა არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მნიშნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდით გამოოწვეული ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. 

ვაქცინაციის პროცესში ამ ტიპის გართულება და მისი დაფიქსირება არის ძალიან მძიმე, განსაკუთრებით ოჯახისთვის, იმ მხარისთვის, სადაც იგი მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ იმუნიზაცია გაგრძელდეს ქვეყანაში, არ არის. უნდა ეს გაგრძელდეს და თქვენ უნდა გთხოვოთ, რომ ფართოდ ამ კამპანიაში, როგორც მეგიმ მოუწოდა გუშინ მედიკოსებს, რომ ჩაერთეთ ამ კამპანიაში და მეტი აიცერით, იმიტომ, რომ, რაც მეტი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები ჩვენ არ გვექნება, - განცხადა გამყრელიძემ.  
 

მსგავსი სიახლეები