"ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს, ჩვენ კი ერთად ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ - ბურჭულაძე

23.11.24 15:19
"ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს, ჩვენ კი ერთად ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ - ბურჭულაძე

 "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს, ჩვენ კი ყველანი ერთად ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ - ბურჭულაძე - ამის შესახებ თსუ-სთან მისულმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძემ სოლიდარობა გამოუცხადა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ახლა, რომ ეს პროტესტი არ ჩაქრეს.

ვაპროტესტებ გაყალბებულ არჩევნებს და ყველაფერს იმას, რაც ჩაიდინა ''ქართულმა ოცნებამ''. მე აქ მოვედი, იმიტომ რომ მხარი დავუჭირო სტუდენტებს. ზუსტად 78 წელში, როდესაც იყო ქართული ენის დაცვა მე ვიყავი მაშინ რუსთაველზე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარდა იმისა, რომ სტუდენტი იყვნენ მთელი საქართველოდან პროფესორ- მასწავლებლები მოუძღვებოდნენ, უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ავანგარდში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს ღირსება რაც აქვს საქართველოს უნივერსიტეტს და სოლიდარობა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და დიდი პატივისცემა ივანე ჯავახიშვილს, რომელმაც დააარსა ეს უნივერსიტეტი. თუ ერთად ვიქნებით, გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს. ჩვენ კი ყველანი ერთად ვართ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ'', - ამბობს პაატა ბურჭულაძე.

"არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - ამ წუთებში, თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია იწყება. თბილისის ცენტრალურ გამზირზე ახლა ის მოქალაქეები და ოპოზიცური პარტიის წევრები იკრიბებიან, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა უწვეტი პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა. ცოტა ხანში, პოლიტიკოსები სიტყვით გამოსვლებს დაიწყებენ.

 

მსგავსი სიახლეები