ვაშლიჯვარში იმ ტიპის სამუშაოები მიდის, რაც ბიძგებს არ იწვევს - ირაკლი გოდოლაძე

19.03.21 18:00
ვაშლიჯვარში იმ ტიპის სამუშაოები მიდის, რაც ბიძგებს არ იწვევს - ირაკლი გოდოლაძე

თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი გოდოლაძეს, უკვირს გეოლოგების შეშფოთება ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ფერდობზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.  ირაკლი გოდოლაძე განმარტავს, თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს სახიფათო ფერდობის ქვეშ. 

პირველი ბზარები მაჭავარიანის ფერდობზე მხოლოდ 2 კვირის წინ გაჩნდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა. რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, აქ უსაფრთხოების ზომები მიღებულია, იმ ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ბიძგებს არ იწვევს და მეწყრულ პროცესებზე გავლენას არ მოახდენს - აღნიშნავს თბილისის მერის მოადგილე.

მაჭავარიანის ფერდობზე ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ქუჩის დანმაკავშირებელი გზის მშენებლობას თბილისის მერია ახორციელებს. ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ადგილას ნაპრალები გაჩნდა. სპეციალისტების თქმით, მეწყრული პროცესები აქტიურდება.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტეროიტორიაზე საკომუნიკაციო არხები გაიყვანეს, მათ შორის მილსადენები, რამაც ამ პროცესების გააქტიურებას ხელი შეუწყო.  მაჭავარიანის ფერდობზე მთა ორად არის გაყოფილი.

მსგავსი სიახლეები