ომბუდსმენი მთავრობას ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით "კომენდანტის საათის" მოხსნას სთხოვს

20.03.21 10:46
ომბუდსმენი მთავრობას ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით "კომენდანტის საათის" მოხსნას სთხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი, მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად, მთავრობას  მოუწოდებს, რომ ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს დროებით მოხსნას "კომენდანტის" საათი.

სახალხლო დამცველის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობას 18 მარტს ოფიციალური წერილით აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმაც მიმართეს. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.

საყურადღებოა, რომ საქართველოში უკვე გვაქვს საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა (შობის დღესასწაული 2021 წლის 7 იანვარს), რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება არ მოჰყოლია. ასევე, დაგეგმილია გარკვეული შეღავათები 28 მარტის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით.სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები