27 წლის მედდა ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

20.03.21 11:06
27 წლის მედდა ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ექსპერტიზის ბიუროდან  გარდაცვლილი  27 წლის მედდა, მეგი ბაქრაძე ახალციხეში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.მედდის  ოჯახის წევრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ  ქალისთვის ვაქცინა არ უნდა გაეკეთებინათ და ექიმებმა შეცდომა დაუშვეს. გარდაცვლილის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 

შეაგხსენებთ,AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში, ახალგაზრდა ქალს ანაფილაქსირი შოკი განუვითარდა, კატასტროფის ბრიგადამ ის თბილისში გადმოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ახალციხის კლინიკაში, სადაც მედდა აიცრა, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათამდე გადაიდო.