მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - საგარეჯოში მამაკაცი ტრაქტორის დაჯახების შედეგად გარდაიცვლა

20.03.21 11:19
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - საგარეჯოში მამაკაცი ტრაქტორის დაჯახების შედეგად გარდაიცვლა

საგარეჯოში კაცს თანასოფლელი ტრაქტორით დაეჯახა.  56 წლის ნოდარ პავლიაშვილის ცხედარი ოჯახის წევრებმა გამთენიისას აღმოაჩინეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ეს განზრახ მოხდა. მათი თქმით, კაცს ტრაქტორი მისივე თანასოფლელმა იმედა მარგებაძემ დააჯახა. მარგებაძე ადგილიდან მიიმალა და მამაკაცი მარტო დატოვა. 

მარგებაძე უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები