ე.წ. ტიტუშკამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
“ვესვრი ამას“, “ჭიქას ვესვრი- თქო“ - ე.წ. ტიტუშკამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ და პირი, რომელიც ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, უბრალოდ ადგილიდან განარიდეს.
“ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არაფერს აკეთებდნენ ისინი, პოლიცია არ პასუხობდა და უმტკიცებდა, რომ აუცილებლად მოახდენდნენ რეაგრიებას.
ნანუკა ქაჯაიას თქმით, აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებთან ე.წ ტიტუშკა მივარდა და ადგილზე მყოფ ყველა ადამიანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
მისივე თქმით, ის ასევე ცდილობდა, ოპერატორისთვის მუშაობაში ხელი შეეშალა.