ნიღბიანების შევარდნა "ასპრიაში" - "პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ თვითმხილველთან
ნიღბიანების შევარდნა "ასპრიაში" - "პირველების" ინფორმაციით, დაახლოებით 100-მდე ადამიანი გუშინ საღამოს ფინტეს დარბაზში კონკრეტულ პირს, რეჟიმის ერთ-ერთ ზონდერს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა და იმუქრებოდა.
ვინ არის გიორგი უბილავა?
- ის არის "ოცნების" ერთ-ერთი დასაყრდენი, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრი. მისი სახელი ბევრ საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით,ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე, საუბარია აპრილის მოვლენებზე, როდესაც გმირთა მოედანზე შენიღბული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს. უბილავა არის ასევე მერიის სპორტსმენების დასაქქმების პროგრამაში და ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 500 ლარს იღებს.
მოქალაქეებს, ვინც ამ ფაქტის გადაღებას ტელეფონით ცდილობდა, ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. "პირველებმა" ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ თვითმხილველთან, რომელიც ამბობს, რომ მსგავს "ბესპრიდელს" პირველად შეესწრო.
შემოვიდნენ და ყველას აუკრძალეს ტელეფონით სარგებლობა, ნიღბებით იყვნენ, საერთოდ შავებში ჩაცმულები - ამბობს თვითმხილველი.
იქ ვიმყოფებოდი და ჩემი თვალით ვნახე ეს ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ ამდენი რაოდენობით. ზუსტად ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ დაახლოებითვ ის ციფრი იყო, რაც ჟღერდება ტელევიზიებით. საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო. დიდი დარბაზიც არის და ორივე ტერიტორიის სივრცე ფაქტობრივად მოიცვეს. შემოვიდნენ და ყველას აუკრძალეს ტელეფონით სარგებლობა და გადაღება, მსგავს ფაქტს, "ბესპრიდელს" მართლა არასდროს არ შევსწრებივარ. დავიბენი კიდეც, როგორ უნდა მოვქცეულიყავი მსგავს სიტუაციაში, არ ვიცოდი. ეძებდნენ კონკრეტულ პიროვნებას, სახელი და გვარი ზუსტად აღარ მახსოვს, მერე როგორც გაჟღერდა, ესეც ერთ-ერთი იმათაგანია. იქ რომ ყოფილიყო ის ადამიანი, რა ფაქტის წინაშე დავდგებოდით, ვერც წარმომიდგენია, მუქარა იყო ამ ადამიანის მისამართით და იქ რომ ყოფილიყო, ალბათ, რას უზამდენენ, არ ვიცი. ამბობენ, რომ მეორე სივრცეში, ზემოთ, იღებდა ვიღაცა და ტელეფონის წართმევა და ფიზიკური რაღაც ჩართულობა იყო, რომ ეს პროცესი შეეჩერებინათ. ნიღბებით იყვნენ, საერთოდ შავებში ჩაცმულები, ფაქტობრივად მათი იდენტიფიცირება შუეძლებელია. რავიცი, ჩვენ კი გვიკრძალავენ ამ ნიღბების ტარებას", - აცხადებს თვითმხილველი.
რაც შეეხება "ასპრიას", ფიტნეს დარბაზი მომხდარს საგანგებოდ მალავს, ადგილზე მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს, დაცვის სამსახურის თანამშრომლები უმტკიცებდნენ, რომ ყველა კამერა, რომელიც შენობაშია დამონტაჟებული, დამწვარია, ბოლოს კი წყობიდან ისე გამოვიდნენ, რომ ლამის ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ "ტვ პირველის" ჟურნალისტს და ოპერატორს.
თვენახევარი, 2 თვეა გაფუჭებულია კამერები. არცერთი არ მუშაობს, აი ასე მოხდა, კარგად, დაიწვა. შეკვეთილი გვაქვს კამერები და ველოდებით მონტაჟს.
რომელი კომპანიისგან ელოდებიან კამერების მონტაჟს, "ასპრიაში" ამბობენ, რომ საიდუმლოა.
ასპრიაში მომხდარი შემთხვევის შემდგ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გდდ-ს შეფსა და ქვემო ქართლის გუბერნატორს შორის არსებული ჯახი ვერ განიმუხტა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში "ოცნების" მთელი ლიდერშიფი იყო ჩართული და თვეების შემდეგ ასე ქუჩა-ქუჩა ეძებენ შინჯიკაშვილის ერთ-ერთ დასაყრდენს, გიორგი უბილავას.
- "შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გარემოცვას შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული "ხარებას" შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს.