ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

30.12.24 17:02
ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია-სპეცრაზმის  შეფი “ავერსის"  კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლებისთვის მიიყვანეს.

“პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ "ხარებას"  მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, რაც მხოლოდ მექანიკური ზემოქმედებით არის გამოწვეული.

„პირველების“ გადამღები ჯგუფი, ავერსის კლინიკაში მივიდა, თუმცა მათი მისვლისთანავე განგაში გამოცხადდა და დაცვის სამსახური გამოიძახეს.

მედიკოსი, რომელმაც ხარაზიშვილის დაზიანებები დაათვალიერა, ამბობს, რომ მასზე დაკვირვება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოტეხილობა არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის, მხრის სახსრის დაზიანებაა. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს, ანამნეზი, საიდან, როგორ მიიღო, ვერ გეტყვით“, - უთხრა “პირველებს“ ავერსის კლინიკის რადიოლოგმა, სოფო მიქიაშვილმა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები