იდენტიფიცირებულია ყველა "ტიტუშკა", ვინც გაფიცულ მოქალაქეებს ბიტებით უსწორდებოდა

16.01.25 20:02
იდენტიფიცირებულია ყველა "ტიტუშკა", ვინც გაფიცულ მოქალაქეებს ბიტებით უსწორდებოდა

სოციალური მზრუნველობის ანუ კალაძის ტიტუშკების სააგენტო. იდენტიფიცირებულია ყველა, ვინც გაფიცულ მოქლაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდა. წიხლებით და ბეისბოლის ბიტებით ურტყავდნენ იმ ხალხს, ვინც ქვეყნის მომავალს პროტესტით იცავდა. ადგილზე "ტიტუშკების" ძალადობას სააგენტოს შეფი აკონტროლებდა.  დღეს კი დავით დოლიძეც და ყველა მისი ზონდერ თანამშრომელი მიმალვაშია.

6 თავდამსხმელიდან 4 სწორედ სოციალური მზრუნველობის თანამშრომელია. მათ ჯერ კვერცხების სროლა დაუწყეს გაფიცულებს, შემდეგ კი ჯგუფური თავდასხმა განახორციელეს. "ტიტუშკების" იდენტიფიცირება პოლიციისთვის მედიის გარეშეც მარტივი იყო, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის და გომელაურის უწყებამ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე მორიგი ფორმალური გამოძიება დაიწყო.

ვინ არის კაცი, რომელეც ადგილზე აკონტროლებდა "ტიტუშკებს" - დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები