ვაქცინირებული ექიმების რეკორდულად დაბალი რიცხვი - გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

22.03.21 11:42
ვაქცინირებული ექიმების რეკორდულად დაბალი რიცხვი - გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომა იმართება. სხდომაზე სავარაუდოდ, იმსჯელებენ გახდება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია იმისთვის, რომ AstraZeneca-ს დოზები არ გაფუჭდეს.

ვაქცინის გაკეთების მსურველთა რიცხვი საქართველოში ყოველდღიურად იკლებს. კლინიკის წარმომადგენლები ტვ პირველთან ამბობენ, რომ მიმართვიანობა იმდენად დაბალია, რომ  AstraZeneca-ს ფლაკონსაც ვერ ხსნიან.  ერთ ფლაკონში ათი დოზაა, რის გამოც 10 ადამიანი ერთდროულად უნდა აიცრას, საჭირო რაოდენობა კი ვერ გროვდება. 

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ დროულად უნდა დაიწყოს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მოსახლეობისთვის, იმისთვის, რომ მოქალაქეებს აღარ ჰქონდეთ აცრის შიში.

ადამიანებს უნდა შევუქმნათ სანდოობა, უნდა ენდონ ვაქცინას, უნდა ენდონ სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა საინფორმაციო კამპანია, საგანგანათლებლო კამპანია, პროცესის გამჭირვალობა - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.

ბოლო ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ  3 818-მა ადამიანმა ჩაიტარა. ვაქცინაციის მსურველი კი 5246 მედიკოსია დარეგისტრირებული, თუმცა მათი დიდი ნაწილი აცრაზე უარს აცხადებს. 

მსგავსი სიახლეები