ტიკარაძე იმდენად უნიათოა, რომ რეანომობილებზე ტენდერი თანხის მიღებიდან 8 თვის შემდეგ გამოაცხადა - ბესო დონაძე

22.03.21 12:22
ტიკარაძე იმდენად უნიათოა, რომ რეანომობილებზე ტენდერი თანხის მიღებიდან  8 თვის შემდეგ გამოაცხადა - ბესო დონაძე

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდა  რეანომობილებისა და სასწრაფოს მანქანების მცირე რაიდენობის ბრალიცაა. ისინი აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კატასტროფის ცენტრის მანქანების  ნაცვლად ავტომობილებს პირადი კომფორტისთვის ყიდულობს. ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფოს 33 და ხუთი რეანობილის შესაძენად ორი მილიონი ევრო ისესხა, თუმცა კონტრაქტი ისე გააფორმა, რომ საქართველო ამ მანქანებს მხოლოდ ექვს თვეში მიიღებს.

 საქართველოში რეგიონებს სჭირდებოდა რეანომობილები, მსოფლიო ბანკმა თანხა გამოგვიყო, მაისში მიიღო სამინისტრომ დაფინანსება და 6 თვის დაგვიანებით გამოაცხადა ტენდერი სპეცმანქანების შეძენაზე.  8 თვე დავაგვიანეთ. ეკა ტიკარაძე იმდენად უნიათოა, რომ მისმა უწყებამ 8 თვის შემდეგ გამოაცხადა ტენდერი, ეს დანაშაულია,  - აღნიშნავს ბესო დონაძე, კორუფციის მკვლევარი.

 

,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი და ექსპერტი სერგი ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ რეანომობილების შეძენა ქვეყნისთვის უნმიშვნელოვანესი საკითხია, მისი გადაჭრა კი რთული არ არის.

 რეანომობილების პრობლემა ახლა არ დაწყებულა, ეს არის მოსაგვარებელი და  ამას ვუნდერკინდობა არ სჭირდება, საშუალო დონის მენეჯერის მოსაგვარებელია. გვახსოვს, რაჭაში 16 წლის ბავშვი იმის გამო დაიღუპა, რომ რეანომობილი გზაში ორჯერ გაფუჭდა. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დეპარტამენტის პასუხისმგებლობა - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.