60 წლის მამაკაცზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

22.03.21 17:16
60 წლის მამაკაცზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

60 წლის მამაკაცზე  თავდასხმიდან ერთი დღე გავიდა, თუმცა პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია.  შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებს არც სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოუღიათ, სადაც სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა ჩანდეს. 

ორი ნიღბიანი პირი ზაზა მდივანს თავს გუშინ დაესხა და კასტეტებით სცემა. თავად დაზარალებული მომხდარს ორ გარემოებას უკავშირებს, ერთი მისი ყოფილი სამსახურია, ხოლო მეორე შემთხვევაში სოციალურ ქსელში მის მიერ ბერა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი კომენტარებია. 

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა პოლიციას დამნაშავის იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. 
 

მსგავსი სიახლეები